სექციის კატეგორიები

Php [5]
CSS [1]
HTML [5]
UCOZ [9]
Dle [12]
Joomla [0]
Wordpress [5]
SCRIPT [18]
SEO [10]
Ajax [1]
JavaScript [1]
JQuery [1]
SQL [2]
PSD [1]
Hack [5]
სხვა... [55]

შესვლის ფორმა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასეთ საიტის მუშაობა

მინი-ჩეთი

საიტის მეგობრები

  • Create a free website
  • uCoz Community
  • uCoz Textbook
  • Video Tutorials
  • Official Templates Store
  • Best Websites Examples
  • სტატისტიკა


    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    კვირა, 2025-08-03, 10:42 AM
    მოგესალმები Guest
    მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS

    WWW.MYLESSON.IN

    Tutorials

    მთავარი » ფაილები » SEO [ მასალის დამატება ]

    რა არის SEO და ინტერნეტ მარკეტინგი?
    2014-04-28, 5:55 PM

    ევროპასა და ამერიკაში ყოველ წელს ინტერნეტის მეშვეობით იყიდება ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი და მომსახურება. ამასთან გაყიდვები ყოველ წელს უდიდესი ტემპებით მატულობს რაც მიანიშნებს ამ სფეროს ინოვაციურობაზე და წარმატებულობაზე.

    პოტენციურ კლიენტამდე მისვლა არ არის ადვილი საკითხი, ინტერნეტ მარკეტერის ძირითადი საქმეც ესაა. ამაში გვეხმარება საიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (ინგლისურად Search Engine Optimization, შემოკლებით SEO), რაზე საუბარსაც უდიდეს დროს ვუთმობთ ჩვენს ამ ფორუმზე.

    საიტის ოპტიმიზაცია არის საკმაოდ კომპლექსური, შრომატევადი და ხანგძლივი პროცესი რომლის წარმატების ჩატარების შემთხვევაში თითქმის სამუდამოდ მიწვდებით პოტენციური მყიდველებს სრულიად უფასოდ, შესაბამისად ეს პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავალზეც.

    დღეს ყველაზე წარმატებული არის ინტერნეტ რეკლამა (მაგ: adsense), საკუთარი ინფო პროდუქტების გაყიდვა და affiliate marketing სხვისი ინფო პროდუქტების გაყიდვა (მაგალითად: clickbank.com ზე არის უდიდესი ინფო პროდუქტების ბაზა).

    ინტერნეტ მარკეტინგის ბენეფიტები
    იმისთვის რომ იქონიოთ სოლიდური შემოსავალი და წარმატებული ონლაინ ბიზნესი არაა აუცილებელი ინვესტიცია, პროდუქტის შექმნა, ოფისის/კომერციული ფართი აღება, თანამშრომლების დაქირავება, შედეგების თვეობით ლოდინი და სხვა. მუშაობთ სახლიდან გაუსვლელად მხოლოდ მაშინ როდესაც მოგესურვებათ.

    ვის შეუძლია ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა და რა არის ამისთვის საჭირო?

    ინტერნეტ მარკეტინგის შესწავლა შეუძლია ყველა მიზანმიმართულ ადამიანს, არარსებობს შეზღუდვა ასაკში ან სხვა ზოგადად ხელისშემშლელ გარემოებაში. ერთადერთი სასურველია კომპიუტერის ზოგადად, ინტერნეტის და ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.

    დანარჩენში დაგეხმარებით ჩვენ GEOPSM.COM

    როგორ ვთავაზობთ მომხმარებელს პროდუქტებს და მომსახურებას ?

    საძიებო სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა Google, Yahoo, Bing (MSN)..

    დღეს ინტერნეტში არის მილიარდზე მეტი საიტი online, საძიებო სისტემა არის შექმნილი იმისთვის რომ საიტები შინაარსის და ხარისხის მიხედვით დაასორტიროს და მიაწოდოს მომხმარებელს.

    ჩვენი მიზანია ყოველ მოთხოვნაზე (პროდუქტი, ინფორმაცია და ა.შ.) რეზულტატებში მოვახვედროთ ჩვენი საიტი, რის შემდეგაც მოხდება მოქმედება (click/purchase/signup... ) რისგანაც ჩვენ მივიღებთ გარკვეულ თანხას...

    ჩვენი საიტის ოპტიმიზაციას, იმისთვის რომ კონკრეტული მოთხოვნისას საძიებო სისტემების შედეგებში მოხვდეს, ეწოდება Search Engine Optimization

    სანამ საიტს გავაკეთებთ ან რამე პროდუქტის შექმნა/მოძიებაზე ვიზრუნებთ, უნდა ვიპოვოთ შესაბამისი niche (ნიშა - ანუ მომხმარებლები რომლებსაც აქვთ კონკრეტული მოთხოვნა.

    მაგალითად: მომხმარებლები რომლებსაც უნდა წონის დაკლება, ნიშა იქნება: გოგონები რომლებსაც უნდათ ზაფხულამდე წონის დაკლება)
    ვიპოვოთ ნიშა გადადით შესაბამის ფორუმის კატეგორიაში
    ნიშის პოვნის შემდეგ, საჭიროა ნიშის გამოკვლევა, იმისდამიხედვით თუ როგორ ვაპირებთ მომავალი საიტის მონეტიზაციას (მონეტიზაცია არის საიტისთვის სხვადასხვა საშემოსავლო წყაროს დამატება).

    არის ორი ვარიანტი,

    1. კონტექსური რეკლამები (Adsense) - გადადით შესაბამის ფორუმის კატეგორიაში
    2. საკუთარი ან სხვისი პროდუქტების და მომსახურების გაყიდვა გადადით შესაბამის ფორუმის კატეგორიაში

    შემდეგი ნაბიჯია საიტის გაკეთება არსებული ნიშისთვის და ჩვენი შეთავაზების დამატება. როდესაც საიტი შინაარსობრივად გამართულია, მოძებნილია მონეტიზაციის გზები და ის პოტენციური მომხმარებლები ვისთანაც უნდა მივიტანოთ ჩვენი შეთავაზება, მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ საიტის ოპტიმიზაციის პროცესს.

    რამდენი $$$ შეიძლება გააკეთო?

    დამწყებისათვის რამოდენიმე თვე ინტენსიური სწავლის და გაკრვეული გამოცდილების მიღების შემდეგ არ იქნება ძნელი ინტერნეტ მარკეტინგიდან ყოველთვიური შემოსავალი 1000$ და მეტი ჰქონდეს.

    შედარებით გამოცდილი ინტერნეტ მარკეტერისთვის არ არის შეუძლებელი ყოველთვიურად 3000-5000 ან თუნდაც 10000$ ის გამომუშავება, ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ პიროვნებაზე, თუ როგორ მოინდომებს და რამდენ დროს დაუთმობს ამ თემას.

    ეს იყო ძალიან მოკლედ და ძალიან ზედაპირულად, დანარჩენს პროცესში ისწავლით, ასევე დროთაგანმავლობაში დავამატებთ სხვადასხვა სასწავლო რესურსებს.


     

    კატეგორია: SEO | დაამატა: FROFK
    ნანახია: 415 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    Name *:
    Email:
    Code *: